Overslaan naar de inhoud
Radicaal technologie collectief en solidariteitsnetwerk

ჩვენს შესახებ

სოლისოფთი რადიკალური ტექნოლოგიური კოლექტივი და სოლიდარობის ქსელია.

ჩვენი მცირე ჯგუფი კოლექტივია, რადგან გადაწყვეტილებების მიღებასა და საქმის თვითორგანიზებას ერთობლივად ვახდენთ, და რადიკალურია, იმიტომ რომ გვჯერა ტექნოლოგია ვერ ‘მოაგვარებს’ ყველა პრობლემას. ძალიან ცოტა რამეს რეალურად სჭირდება “აპი”. ჩვენი აზრით, მეტი ადამიანი უნდა წყვეტდეს თუ რას შეიძლება ტექნოლოგია წარმოადგენდეს საზოგადოებისთვის.

ჩვენ ვამყარებთ კრიტიკულ კავშირებს და არა კრიტიკულ მასას. მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას ვაძლიერებთ სოლიდარობის ქსელითა და მეგობარი-მეგობარს კავშირებით, რაც ურთიერთდახმარებასა და ინკლუზიურობას აღვივებს. ნუ ივარაუდებთ, რომ ჩვენ IT სპეციალისტები ან კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულები ვართ; ჩვენ ტექმნოლოგია სხვადასხვა მიზეზების გამო გვაინტერესებს და აქამდე განსხვავებული ტრაექორიებით მოვედით.

ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონსენსუსით, უპირატესობას ვანიჭებთ სამართლიან სამუშაო პირობებსა და თავისუფალი პროგრამებისა და ღია ლიცენზიების გამოყენებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინდივიდებს, ჯგუფებსა და ბიზნესებს, გამოიყენონ ტექნოლოგია მათთვის შესაფერისი გზით. ჩვენ დაგეხმარებით ვებსაიტის დაყენებაში, საკუთარი სოციალური მედიის ან რეალური დროის ჩეთის სისტემის მოწყობაში. ჩვენ ვატარებთ ვორქშოფებსა და დისკუსიებს ტექნოლოგიის ირგვლივ, რომელიც უზრუნველყოფს არაიერარქიულ სასწავლო გარემოს.

ჩვენი სურვილია ვითანამშრმლოთ ადგილობრივ აქტივისტთა ჯგუფებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ კორპორატიულ პლატფორმებზე დაყრდნობა. ჩვენი მივისწრაფვით უპირეტაესობა მივანიჭოთ იმ აქტივისტთა მოთხოვნებს, რომლებიც ასრულებენ სოციალური სამართლიანობას [მაგალითად, საბინაო ბრძოლა, ანტირასისტული მოძრაობა].